Tuesday, April 14, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა

  • რა არის ჯანსაღი ცხოვრება?

თემატური  შეკითხვები:

  • როგორია ჯანმრთელობის ფასი და როგორ შევინარჩუნოთ იგი?
  • როგორ გამოვიკვლიოთ ვინ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს?
  • რომელი პროგრამის საშუალებით შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ კვლევის შედეგები?
შინაარსობრივი  შეკითხვები:

  • როგორ გავხსნათ ახალი სლაიდი?
  • როგორ ჩავსვათ დიაგრამები პრეზენტაციაში?
  • დიაგრამის რა სახეები ვიცით?
  • რომელი ინსტრუმენტით არის შესაძლებელი  ელექტრონული კითხვარის შექმნა?
  • რომელი კლავიშით შეგვიძლია გავუშვათ პრეზენტაცია?

Saturday, April 4, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, შევქმენით სასწავლო პროექტის გეგმა შაბლონის მიხედვით, სადაც განვსაზვღრეთ  სასწავლო მიზნები და შედეგები

ჩემი პროექტის იდეა

                თანამედროვე  ინფორმაციული და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი წინსვლაა, დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სფერო კომპიუტერის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ  უნარ-ჩვევებს და შეძლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით  ინფორმაციის მოძიება, დამუშვება და გავრცელება. 

ჩემი პროექტის  იდეაა  ,,ჩვენ  ვირჩევთ  ცხოვრების  ჯანსაღ  წესს"

 ამ თემასთან დაკავშირებით  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ  მოიძიონ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ,  მოამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს . შეადგენენ კითხვარებს  და  ჩაატარებენ კვლევას, შეძლებენ ეფექტური პრეზენტაციის გაკეთებას,  რაც ხელსშეუწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:
  •  მოიძიონ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ,  ასევე არაჯანსაღ საკვებსა და ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი. 
  • მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტები . 
  • შეადგინონ კითხვარები  და  ჩაატარონ კვლევა- მოსწავლეების რა ნაწილი მისდევსს  სპორტის სხვადასხვა სახეობას. 
  • შეაგროვონ და გაანალიზონ და დაამუშაონ კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია;
  • ინფორმაციას დემონსტრირებას გაუკეთებენ ცხრილებისა და დიაგრამების სახით, 
  • ეფექტური პრეზენტაციის გაკეთებას. 

Friday, March 27, 2015

პირველი დღის რეფლექსია

დღეს არის ინტელის ტრენინგების პირველი დღე. გავეცანით ინტელის პროგრამას, სიახლეებს პროექტით სწავლებაზე  და ელექტრონულ სახელმძღვანელოს, შესაბამისად შევქმენით ახალი ბლოგი და დავიწყეთ მასზე მუშაობა. შევურჩიე დიზაინი, დავამატე ახალი გვერდები  ,,პორტფოლიო"  და  ,,ჩემ შესახებ".