დღეს ტრენინგი დავიწყეთ კოლეგების ბლოგების დათვალიერებით, თვალი გადავავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციებს და კომენტარები დავუწერეთ ერთმანეთს. შემდეგ ინტელის სასწავლო პროგრამის ბიბლიოთეკიდან გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს და მუშაობა გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, დავამატეთ სასწავლო პროცედურები, სადაც უნდა შევიტანოთ პროექტის მიმდინარეობის სრული აღწერის პროცესი. პორტფოლიოში ჩავსვით ლინქი.
Thursday, April 30, 2015
Friday, April 24, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ინტელის ტრენინგების მეექვსე დღეა. წარვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც პრეზენტაციის სახით უკვე ბლოგზე გვქონდა ატვირთული. მივიღეთ კომენტარები ტრენერისაგან და კოლეგებისგან. შემდეგ ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელოდან გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებულ ვერსიას და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების რუბრიკა.ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების, სურათებისა და და ვიდეოს დამატება, შესასრულებელი დავალებები საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და ტრენინგისთვის განკუთვნილი დროც უცბად ამოიწურა.
Thursday, April 23, 2015
Saturday, April 18, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანით შეფასების რუბრიკებს, შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო და დავამატეთ პორტფოლიოს პრეზენტაციას. ინტელის სასწავლო კურსიდან გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. ტრენერისგან მივიღეთ საშინაო დავალება - შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთოთ ჩვენს ბლოგზე
Friday, April 17, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ შაბლონის შევსება.გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შეფასების რუბრიკებს და შევადგინეთ შესაბამისი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. განხილვის შემდეგ შევიტანეთ კორექტივები და ავტვირთეთ ბლოგზე. შევქმენით ასევე პორტფოლიოს პრეზენტაცია და ისიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
Tuesday, April 14, 2015
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა
თემატური შეკითხვები:
- რა არის ჯანსაღი ცხოვრება?
თემატური შეკითხვები:
- როგორია ჯანმრთელობის ფასი და როგორ შევინარჩუნოთ იგი?
- როგორ გამოვიკვლიოთ ვინ მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს?
- რომელი პროგრამის საშუალებით შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ კვლევის შედეგები?
- როგორ გავხსნათ ახალი სლაიდი?
- როგორ ჩავსვათ დიაგრამები პრეზენტაციაში?
- დიაგრამის რა სახეები ვიცით?
- რომელი ინსტრუმენტით არის შესაძლებელი ელექტრონული კითხვარის შექმნა?
- რომელი კლავიშით შეგვიძლია გავუშვათ პრეზენტაცია?
Saturday, April 4, 2015
მესამე დღის რეფლექსია
დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო, შევქმენით სასწავლო პროექტის გეგმა შაბლონის მიხედვით, სადაც განვსაზვღრეთ სასწავლო მიზნები და შედეგები
ჩემი პროექტის იდეა
თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი წინსვლაა, დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სფერო კომპიუტერის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ უნარ-ჩვევებს და შეძლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დამუშვება და გავრცელება.
ჩემი პროექტის იდეაა ,,ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს"
ამ თემასთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, მოამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს . შეადგენენ კითხვარებს და ჩაატარებენ კვლევას, შეძლებენ ეფექტური პრეზენტაციის გაკეთებას, რაც ხელსშეუწყობს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე არაჯანსაღ საკვებსა და ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი.
- მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტები .
- შეადგინონ კითხვარები და ჩაატარონ კვლევა- მოსწავლეების რა ნაწილი მისდევსს სპორტის სხვადასხვა სახეობას.
- შეაგროვონ და გაანალიზონ და დაამუშაონ კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია;
- ინფორმაციას დემონსტრირებას გაუკეთებენ ცხრილებისა და დიაგრამების სახით,
- ეფექტური პრეზენტაციის გაკეთებას.
Subscribe to:
Posts (Atom)