Thursday, May 7, 2015

მერვე დღის რეფლექსია

      სამწუხაროდ  ტრენინგების  მერვე დღეს  არ გვქონდა  ინტერნეტი,  ვიხელმძღვანელეთ ინტელის ბიბლიოთეკის ოფლაინ ვერსიით  და ისე ვიმუშავეთ. დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა.  
         ტრენერმა გაგვაცნო შეფასების რუბრიკების სხვადასხვა ვერსიები. გადავხედეთ ჩვენს  ნამუშევრებსაც, პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით ჩვენი საქაღალდეები გავამზადეთ მომავალი ტრენინგისთვის ბლოგზე ასატვირთად.

Thursday, April 30, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგი დავიწყეთ  კოლეგების  ბლოგების დათვალიერებით, თვალი გადავავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციებს და კომენტარები დავუწერეთ ერთმანეთს. შემდეგ ინტელის სასწავლო პროგრამის ბიბლიოთეკიდან  გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს და  მუშაობა გავაგრძელეთ  სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონზე, დავამატეთ სასწავლო პროცედურები, სადაც უნდა შევიტანოთ პროექტის მიმდინარეობის სრული აღწერის პროცესი. პორტფოლიოში ჩავსვით  ლინქი.


Friday, April 24, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ინტელის ტრენინგების მეექვსე დღეა. წარვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც პრეზენტაციის სახით უკვე ბლოგზე გვქონდა ატვირთული. მივიღეთ კომენტარები ტრენერისაგან და კოლეგებისგან. შემდეგ ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელოდან გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებულ ვერსიას და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების რუბრიკა.ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების, სურათებისა და და ვიდეოს დამატება, შესასრულებელი დავალებები საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და ტრენინგისთვის განკუთვნილი დროც უცბად ამოიწურა.

Saturday, April 18, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით შეფასების რუბრიკებს, შევიმუშავეთ   შეფასების დროის ჩარჩო და დავამატეთ პორტფოლიოს პრეზენტაციას. ინტელის სასწავლო კურსიდან გავეცანით საავტორო  უფლებების  პრეზენტაციას. ტრენერისგან მივიღეთ საშინაო დავალება - შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთოთ ჩვენს ბლოგზე

Friday, April 17, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ შაბლონის შევსება.გავეცანით  პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შეფასების რუბრიკებს და შევადგინეთ შესაბამისი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  განხილვის შემდეგ შევიტანეთ კორექტივები და ავტვირთეთ  ბლოგზე.  შევქმენით  ასევე  პორტფოლიოს  პრეზენტაცია და ისიც გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.